Wednesday, October 5, 2016

პროექტის სახელწოდება: ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ჩვენს ირგვლივ სამყაროში      
პროექტის მთავარი იდეა(თემა)
·         რა არის ჟანგვა-აღდგენითი რეაქცია
·         გარემოში სად ვხვდებით ჟანგვა- აღდგენით რეაქციებს? დადებითი და უარყოფითი მხარეები.
·         მისი გამოვლინების მაგალითები
·         როგორ ავიცილოთ თავიდან უარყოფითი მხარეები.
·         ელექტროლიზი. საგნების მონიკელება,მოოქროვება.

პროექტის აქტუალობა - პროექტი აქტუალურია იმით,რომ თემა არის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო.ჟანგვა- აღდგენით რეაქციებს(მაგ. კოროზია)  ზიანის მოტანა შეუძლია როგორც მცირე, ასევე დიდი მასშტაბით. ამ რეაქციებს აქვს დადებითი მხარეებიც.მოსწავლეებს ამ თემის დამუშავების  შემდეგ მეტი  ინტერესი გაუჩნდებათ ქიმიის საგნისადმი.
პროექტის მიზნები
მოსწავეები შეძლებენ:
-დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას.
- თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარებას როგორც კლასელებთან, ასევე მასწავლებლებთან
- პრეზენტაციის დროს თავიანთი ნააზრევის და ნამუშევრის წარმოჩინებას დადებითი და უაროფითი მხარეებით
-ნასწავლის აქტიურად გამოყენებას საზოგადოებრივ საქმიანობაში
მონაწილეთა ასაკი -   15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა - 6-7 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას : კედლის გაზეთი, ბუკლეტები
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,მეხსიერების ბარათი,ფორმატები,მარკერები, ენციკლოპედია, , სკოლის სახელმძღვანელო,ცდების ჩასატარებლად საჭირო ნივთიერებები,ქიმიური ჭურჭელი და ხელსაწყოები.
ინტერნეტრესურსები:
www.wikipedia.org
·         პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
·         თემის შერჩევა
·         მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა.
·         როექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში.    
·         ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება             
·         აქტივობების განხორციელება(პროდუქტის მომზადება)
·         პროდუქტის პრეზენტაცია
პროექტის შემაჯამებელი შეფასება(მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და მასწავლებლების მიერ მოსწავლეების შეფასების რუბრიკის მიხედვით.
საგნებთან/ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
კვლ.X.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
კვლ. X.2.მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა
კვლ.X.3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო  საშუალების გამოყენებით
ქიმ.X.8 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ჟანგვა-აღდგენითი პროცესები         
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) - ქიმიის პედაგოგი-- ეთერ იაშვილი
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა   eteriashvili1965@gmail.com